ქიმწმენდა

მატრასების ქიმწმენდა

მატრასის და ლეიბების ზედაპირები საჭიროებს რეგულარულ გაწმენდას, რადგან დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს ჭუჭყისა და მტვრის დაგროვება, რაც ქმნის შესანიშნავ ნიადაგს ბაქტერიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათი გაწმენდა მარტივი პროცესია, თქვენ შეიძლება არ გქონდეთ შესაბამისი ცოდნა, აღჭურვილობა ან საკმარისი დრო ამისათვის. მოკლედ მიმოვიხლავთ რა საფრთხეები ბუდობს დაბინძურებულ ზედაპირებზე რომელთაც საკმაოდ ხშირად გვიწევს კონტაქტი.

მტვერი და მტვრის ტკიპა

მატრასი და ლეიბი მტვრის ტკიპასთვის იდეალური თავშესაფარია, რადგან მას ამ გარემოში შეუძლია უზრუნველყოს ყველა საკვები, წყალი და სითბო, რაც მას სჭირდება გადარჩენისთვის! ხშირ შემთხვევაში ჩვენს საწოლ ზედაპირებზე სწორედ ამგვარი იდეალური გარემო იქმენება მათთვის, რაც გამოწვეულია კანის მკვდარი უჯრედების, ოფლის და ცხიმების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით, რომელსაც გამოყოფთ მაშინ, როცა გვძინავს! ამიტომ, რეკომენდირებულია დაიცვათ ლეიბის ღრმა წმენდის რეგულარული რუტინა მინიმუმ 2 თქვეში ერთხელ მაინც.

ბაქტერიები და სოკოები

გარდა ამისა ჭუჭყიანი ლეიბები, იდეალური გარემოა პათოგენური ბაქტერიები და სოკოებისთვის  მაგალითად, ენტეროკოკი, სტაფილოკოკი, ნოროვირუსი და სხვა MRSA ვირუსებისთვის. ყველა მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები და სხვა სერიოზული გართულებები.

ობი

ობის ასევე საშიშია, როდესაც საქმე ეხება ძველ ლეიბებს, განსაკუთრებით თუ თქვენი საძინებელი არ არის კარგად ვენტილირებადი და მგრძნობიარეა ტენიანობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გავრცელებული ობის სპორები, როგორც წესი, უვნებელია, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები. მათ შორისაა ხველა, თვალების ქავილი და ეგზემა.

გამოსავალი:

ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად აუცილებლია  შეცვალოთ ძველი დაბიძნურებული მატრასი! თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი, სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ მატრასების ქიმწმენდას რომლის საშუალებით გაასუფთვებთ და პირვანდელ იერსახეს დაუბრუნებთ თქვენს მატრასებს, ასევე ბოლოს მოუღბთ მასზე არსებულ ნებისმიერ ბაქტერიას, მიკრობებს და მავნე პათოგენებს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Scroll to Top